ჩაფლავებული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრია – კაპანაძე თურნავაზე

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება. ის ევროპულმა საქართველომ დაიბარა დაიბარა. პარტიის ლიდერების თქმით, მინისტრთან კონკრეტული კითხვები აქვთ.

პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა და ეპიდსიტუაციაც გაუარესდა.

“ეს მინისტრი არის ამ ჩაფლავებული ქართული ოცნების გუნდის ერთერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი. ჩვენი კითხვები ეხება მის მენეჯმენტს და იმ ჩავარდნილ ზომებს, რომლებიც მათ მიიღებს კოვიდთან დაკავშირებით და შეიწირეს ეკონომიკა, ასევე იმ დილემას, რის წინაშეც აღმოჩვდით დღეს ყველანი, რომ ერთხიმხრივ, ეკონომიკა პრაქტიკულაედ განადგურებულია და მეორე მხრივ, გვაქვს მატება ინფიცირებული ადამიანების.

სწორედ დღეს გამოჩნდება, მათ შორის, რატომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნება, ეს ჩაფლავებული გუნდი და რატომ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წაიყვანს წინ და არ ამყოფებს ისეთ მძმე მდგომარეობაში, როგრშიც დღეს ჩვენ ვართ”. – აცხადებს სერგი კაპანაძე.