დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა. მანამდე კი სასტუმრო ჩაკეტილია.
ჩაქვში სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისი” დღეს დილიდან ჩაიკეტა. 900-მდე სტუმარს ტერიტორიის დატოვება აეკრძალა. შეჩერებულია ახალი დამსვენებლების მიღებაც.შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა