“თავად ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაციაა. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, რაში სჭირდება გილაურს პარლამენტში ყოფნა 3000 ლარად, მერე კიდევ ბოიკოტში უნდა იყოს. ეს არაფერში სჭირდება, როცა აქვს მშვენიერი სამუშაო და არის ადამიანი, რომელიც მთელ მსოფლიოს აცნობს “ვარდების რევოლუციის” ეკონომიკური რეფორმების შედეგებს და მსოფლიოს მთავრობების კონსულტანტია. ამ პარლამენტში ყოფნისთვის, მავნებლურ პირობებში მუშაობისთვის უნდა გეკუთვნოდეს სხვა რამ – მაგალითად, კომუნისტების პერიოდში თითო ბოთლ რძეს აძლევდნენ, რომ არ მოწამლულიყო ადამიანი.

ნიკა გილაური პრემიერი იყო. მე მაქვს ამბიცია, იმიტომ რომ ვიცე- პრემიერი ვიყავი და პრემიერობაზე სიამოვნებით “გავიქაჩებოდი”. გილაური იყო პრემიერი და ბოლო მიზანს მიაღწია.

ორივე გილაური, ერთიც და მეორეც (ნიკა გილაური და მისი ძმა, ირაკლი გილაური) გონიერი ადამიანია. ჩაძირულ გემში კაცი მირბოდეს წარმოუდგენელია – ივანიშვილთან რა უნდათ? დასანქცირების კანდიდატია და ხვალ- ზეგ იქნება სანქციების ქვეშ. “ქართული ოცნება” ხვალ ხელისუფლებაში არ იქნება. ივანიშვილთან კავშირი არის კომპრომატი, ტოქსიკურია ეს ადამიანი, ნახევარი მსოფლიო მის დასანქცირებაზე საუბრობს, ისტორიულ სამარეში მიმავალ ადამიანს პოლიტიკურ ძალას შეუქმნის? – სისულელეა,”

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ნიკა გილაურთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.