ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი ტრაგიკულად დაეღუპა, ავარიის შედეგად გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
- „ჩემზე ზუსტად არავის ესმის ამ წამს თქვენი ოჯახის ტკივილის. პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით მოზიარე ვარ თქვენი უბედურების! სულის სიმტკიცეს გისურვებთ! ისევ და ისევ ჩვენი შვილებისთვის! ანა გევედრები იცოცხლე!“ – წერს ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.
რამდენიმე დღის წინ შოთიკო პეტრიაშვილი მისი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა. მან აორტა დაიზიანა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კოალიცია “ცვლილებებისთვის” შტაბის წევრი, 26 წლის, ელენე მეგრელიშვილი კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა ელენს მეგობარი ანა ქართლელიშვილი. ანა ქართლელიშვილს დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში აქვს. მისი გადმოყვანა, თბილისის საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით იგეგმებოდა, თუმცა მედიკოსებმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცეს. ანა ქართლელიშვილს ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.