პარტია ”დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სუს-იდან გამოჟონილ ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს. როგორც ხოშტარია აცხადებს, თეა გოდოლაძესთან საუბარი და ამასთან, 2019 წლიდან ოფისის დაქირავებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად არის აღწერილი ფაილებში. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ, “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“ჩემზე რაც წერია, აბსოლუტურად ყველაფერი დასტურდება, აბსოლუტურად ყველაფერი. ერთი იყო თეა გოდოლაძესთან საუბარი, რომელსაც ნამდვილად ვადასტურებ და ერთი იყო ეპიზოდი, როდესაც 2019 წლის შემდეგ აღწერილი აქვთ დეტალურად ვისგან ვიქირავე ოფისი, რამდენად ვიქირავე, ვისგანაც ვიქირავე, იმის ოჯახის წევრები, რამდენად უნდა მომეწესრიგებინა ოფისი”, – განაცხადა ხოშტარიამ.