გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი NATO-სა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების თავიდან არიდება. ამის შესახებ მან Der Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად განვიხილოთ და ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი NATO-სთვის ესკალაციის თავის არიდებაა”, – აცხადებს შოლცი.
მანვე აღნიშნა, რომ ამიტომ არ ამახვილებს ყურადღებას გამოკითხვებზე, რადგან “შეცდომის შედეგები დრამატული იქნება”
Reuters-ს ცნობით, ამ კომენტარით შოლცმა საკუთარი პოზიცია შეცვალა, რადგან მანამდე იგი აცხადებდა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე სამხედრო იარაღს ვერ მიაწვდიდა, რადგან საკუთარი სამხედრო მარაგი ამოწურული ჰქონდა.