ჩემთვის ოლიგარქი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, ქვეყანაში უნდა გვყავდეს მდიდარი ხალხი – ომბუდსმენობის კანდიდატი

“ჩემთვის ოლიგარქი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, ქვეყანაში უნდა გვყავდეს მდიდარი ხალხი” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატმა, მაკა მინდიაშვილმა განაცხადა.

”ბევრი ოლიგარქი არ არის ცუდი ქვეყნისთვის. ქვეყანაში უნდა გვყავდეს მდიდარი ხალხი, რა თქმა უნდა, რომ ეს ქვეყანას წაადგეს. მე რისი წინააღმდეგი ვარ იცით, პოლიტიკას არ უნდა გააკარო ოლიგარქი. იმიტომ რომ ის მენტალურად არის ვაჭარი. ის არის მხოლოდ ფულზე ორიენტირებული… ბიზნესმენი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, თორემ ჩემთვის ოლიგარქი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. ” – განაცხადა მან.