ჩემთვის რეპუტაციულად დამაზიანებელია – მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოზე

“ჩემთვის რეპუტაციულად დამაზიანებელია ” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა.

”საელჩოს აინტერესებს, რატომ მიიღეთ გამამტყუნებელი განაჩენიო. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება დავუშვათ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. დაისვა საკითხი, რომ გამომდინარე არსებული ვითარებიდან, გამომდინარე რაღაც დუღილის ტემპერატურიდან და ზოგადად გადაწყვეტილებიდან, ამ ეტაპზე სასურველი არ იყო ჩემი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა. მე ესე ვფიქრობ. ესეთი ტიპის კომუნიკაცია, ესეთი ფორმით ურთიერთობა სასამართლოსთან მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად შეიცავს სურვილს, ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

ჩემი შეფასებით, ეს არის, პირდაპირ თუ ირიბად ზეწოლის მოხდენის მცდელობა სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კვლავაც თემაა, მუდმივად, სანქცირების, სანქცირების, არ დასრულდა ეს თემა. როდესაც ერთი განცხადებით, ერთი წინადადებით, საელჩოს, ეს ელჩი იქნება თუ ნებისმიერი წარმომადგენელი, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ჩემთვის რეპუტაციულად დამაზიანებელი. პასუხის გაცემა, მე ხომ არ ვითხოვ, არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული? ამ მოცემულობასაც მივიღებ”, – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.