ჩემთვის წარმოუდგენელია მუშაობა ერთპარტიულ პარლამენტთან – ომბუდსმენი

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია ერთპარტიულ პარლამენტთან მუშაობა.

მისი თქმით, ერთი პარტიით მართული საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის განვითარებისთვის დამაზიანებელია, ამიტომ იმედი აქვს, რომ პოლიტიკური შეთანხმება შედგება.

“ჩემი სურვილია და ძალიან დიდი იმედი, რომ მოხდება კონსენსუსი და პოლიტიკური შეთანხმება. თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს იქნება ყველასთვის,  მათ შორის მმართველი პარტიისთვის, ქვეყნისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის როგორც სახალხო დამცველისთვის, წარმოუდგენელია მუშაობა ერთპარტიულ პარლამენტთან.

ომბუდსმენმა კრიტიკულად შეაფასა 8 ნოემბერს, ცესკოს-თან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის შემთხვევა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას, ძალის გამოყენებას, წინ არ უძღოდა გაფრთხილება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას. ასევე მიგვაჩნია, რომ გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული და აუცილებელი. ასევე დაშავდა არ ერთი ჟურნალისტი და მათი განცხადებით, მათ დამიზნებით ესროდნენ წყლის ჭავლს”, – განაცხდა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.