ენმს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერეში, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ მისი ბიძაშვილის მაგივრად ხმა სხვამ მისცა.
“ჩემი ბიძაშვილი თბილისიდან ჩამოვიდა ჭიათურაში რომ ხმა მიეცა. აღმოჩნდა რომ მის ნაცვლდ უკვე ვიღაცას ჰქონდა ხმა მიცემული. უბანი ნომერი 4. ასე აყალბებენ ეს მავნებლები არჩევნებს. აგერ ფოტოც”,- წერს კაპანაძე და ფოტოს აქვეყნებს.