პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული აურზაური მალე დასრულდება, თუმცა მასთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრების გაგრძელება.
,,ჩემი განწყობა ასეთია- ძალიან მალე დასრულდება ეს აურზაური, რაც ამ წუთში ჩვენს ქვეყანაში და სამყაროშია. ალბათ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწეს გაგრძელება თანაცხოვრების”,- ამბობს რატიანი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, თუმცა ვირუსი არ გამომჟღავნდეს.
„რაც კაცობრიობა გაჩნდა ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა. ახლაც ვიცხოვრებთ, თუმცა ერთი მდგომარეობით, ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება, სავარაუდოდ, არ გამომჟღავნდება“,- განაცხადა რატიანმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 288 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, 9 გარდაიცვალა.