ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ იმსახურებს “უვადო და ხანგრძლივ დასვენებას”, ამიტომ ლიდერის პოსტის დატოვებაზე ფიქრობს. ამის შესახებ კადიროვმა, ტელეგრამში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„მეგობრებო, დღეს მე გავიგე, რომ როგორც აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი ერთეულების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ლიდერი ვარ. მე თავად შევამჩნიე, რომ დიდი ხანია ამ პოსტზე ვარ. ვფიქრობ, აბსოლუტურად ვიმსახურებ უვადო და ხანგრძლივ დასვენებას. იმედი მაქვს, გამიგებთ და მხარს დამიჭერთ…
უკვე 15 წელია ვხელმძღვანელობ რესპუბლიკას. მგონია, რომ ჩემი დროც დადგა, სანამ გამაგდებენ. როგორც ჩანს, უკვე მოხუცი ვარ, ოდესღაც მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ვეცდებით დროულად წავიდე“ – აცხადებს კადიროვი.