დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქი იდენტიფიცირებულია. როგორც იმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულმა პირმა ვერ შეძლო, რომ ინფიცირებულ პაციენტთან უშუალო კონტაქტისგან აბსოლუტურად დაცული ყოფილიყო.
„ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული, ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო და სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშაა, მაგრამ თვითონ ჩემი ეს კოლეგა გმირია“,- განაცხადა იმნაძემ.