ჩემი მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა – უკრაინის ომბუდსმენი

“ჩემი მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა “- უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მას უფლებამოსილება უკრაინის პარლამენტის მიერ აქვს მინიჭებული და მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

“იქედან გამომდინარე რომ უფლებამოსილება უკრაინის პარლამენტის მიერ მაქვს მონიჭებული, ჩემი მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე  ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. გამომდინარე იქედან რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ შევძელი, დასკვნები იმ ადამიანების ნათქვამიდან გამომაქვს რომლებსაც მასთან უშვებენ. აქედან გამომდინარე ვაცხადებ რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამასთანავე ვაცხადებ რომ შეფასების დროს შემიძლია გამოვიყენო ის საერთაშორისო სამართლის ნორმები რომლებიც როგორც უკრაინას ასევე საქართველოს აქვთ რატიფიცირებული”, – აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.