“ჩემი მზის სხივი გაქრა…”- სანდრა რულოვსის დედა გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“დედიკო გუშინ საღამოს მშვიდად და წყნარად, ქმარ-შვილის თანდასწრებით, წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი. არც ვიცი, როგორ ვიყო, მე ხომ არც ერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე ამ დედამიწაზე,” – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.