”დამთავრდეს ეს ფესტივალი და მე მექნება რამდენიმე ძალიან მკაცრი შეკითხვა, რაზეც უნდა მივიღო პასუხი. ყველაზე მთავარი არის სირცხვილი და იმიჯი შენი ქვეყნის. აქ უკვე კონკრეტულ ადამიანებზეა ლაპარაკი, რასაც აუცილებლად მოვახსენებ პრემიერმინისტრს. კულტურის სამინისტროსთან მე არაფერს აღარ გავარკვევ, ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. მგონია, რომ 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ როცა მინდა შეხვედრა, შევხვდე. ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს.”

აცხადებს, რეჟისორი ქეთი დოლიძე BMG-სთან საუბარში,ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალისთვის დაფინანსების შემცირების შესახებ.