თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს არ ყოფილა, თორემ “უკვე აშენებული იქნებოდა”.
მისივე თქმით, მისი მინისტრობის დროს ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ეამაყება.
“ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტრო სადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რაც ქვეყანას გააჩნია იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე.
ეს რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული. მე როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ყველაზე მეტი ჰიდროელექტრო სადგური აშენდა, რაც ძალიან მაგარია ქვეყნისთვის, ნამდვილად მეამაყება”, – თქვა კალაძემ.