საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ უკრაინის მხარდაჭერის ჟესტების ჩამონათვალს და აცხადებს, რომ მისი მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში.
“საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!”,– წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.
მანამდე საგარეომ გამოაქვეყნა იმ ქმედებების ჩამონათვალი, რითაც ქვეყანა უკრაინას დაეხმარა. ჩამონათვალში იყო პრეზიდენტის სასახლეზე უკრანისა და საქართველოს დროშის გადმოფენა.