მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი, რომელიც დღეს სკანდალში გაეხვა და გოგოს რომლის მისამართითაც მან კომენტარი დაწერა ბოდიშს უხდის.
“მეგობრებო! ამ გოგონას ვერაფრით მივაწვდინე ხმა.. ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტი მოხდა გუშინ.. ვაღიარებ ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო,რაზეც მოყვა თქვენი ლოგიკური რეაქცია.. მინდა ბოდიში მოვუხადო მას! ალბათ ნახავს როდესაც აღადგენს მის გვერდს.. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ ზედმეტი აგრესიისაგან, წარმატებები და ბედნიერება თქვენ “- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნინი ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა : „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”. მომღერალმა კი მომხმარებელს საკუთარი სურათი დაუდო წარწერით „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”, რის შემდეგაც ნინი ბადურაშვილის კომენტარს დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.