გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკისა და საბურთალოს ოლქში ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
“გასაგებია რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციის და ერთიანობის მიუხედავად. თუმცა, გულწრფელად მინდა ვთქვა რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ”, – აღნიშნა ელენემ ხოშტარიამ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში.