“ჩემი სურვილია, რომ ფრენები ხვალვე აღდგეს, მქონდა შეხვედრები რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებთან, ვერ დაგისახელებთ მათ, მაგრამ ეს საკითხი ყველა შეხვედრაზე წამოვწიე და ვთქვი, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის დრო აღდგა, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ქართველების რიცხვს რუსეთში და ასევე, რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. ასევე, ვთქვი, რომ უნდა მივუახლოვდეთ ვიზების გაუქმებასაც, მაგრამ გასაგებია, რომ ორივე საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ ტრანსპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა უწყების კომპეტენციაშია. მაგრამ პოლიტიკურ ზეწოლას ჩვენი მხრიდან დიდი წონა აქვს. როდის მოხდება ეს, ვერ გეტყვით.
საქართველო მხრიდან ოფიციალურ ჩინოვნიკებს არ შევხვედრივარ, მაგრამ მქონდა შეხვედრები პოლიტიკოსებთან, მათ შორის, ყოფილ დეპუტატებთან, არ დავასახელებ მათ ვინაობას. მესმის, რომ გაინტერესებთ, გინდათ, ეს დაწეროთ მედიაში, რომ შემდეგ მათზე ზეწოლა მოხდეს, მაგრამ ამ ადამიანებს დარტყმის ქვეშ არ დავაყენებ. გეტყვით, რომ შევხვდი პოლიტიკოსებს, ყოფილ დეპუტატებს, ასევე, ყოფილ ქართველ პოლიტიკოსებს, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. ამას დამტკიცებაც არ სჭირდება. რუსები ხომ დადიან საქართველოში ვიზების გარეშე, უცნაური იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა ქართველებისთვის ვიზების გაუქმებაზე. დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად ვართ ამ საკითხის მოგვარების ზღვარზე”,
აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბრის დროს.