ჩემი “ფარული” ჩანაწერი დადეს, სადაც ასამდე ადამიანს ველაპარაკები დედაენის ბაღში – ჯაფარიძე

“ჩემი “ფარული” ჩანაწერი დადეს, სადაც ასამდე ადამიანს ველაპარაკები დედაენის ბაღში ” – აცხადებს ამის შესახებ, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

“ქოცებმა დადეს ჩემი ‘ფარული’ ჩანაწერი, რომელიც 2 წლის წინ არის ჩაწერილი და სადაც ასამდე ადამიანს ველაპარაკები საჯაროდ, დედა ენის ბაღში

ქართული ოცნება / Georgian Dream  მოგიტ&ანთ სუსი” – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია იმედმა For.ge-ზე დაყრდნობით გაავრცელა, 2 წლის წინა გადაღებული ჩანაწერი, რომელიც საჯარო შეხვედრის დროს, დედაენის ბაღშია გაკეთებული.

“გამოსული ხართ ის ხალხი, ვინც მე მომისმინეთ, რომ ვთქვი, რომ ქუჩა და პროტესტი და პარალიზება არის გზა და მაგიტო ხართ მოსული, ჩვენ თუ ესე გავიზრდებით, ჩვენ გვეცოდინება ყველას, რომ ეს ხალხი ვართ, რომ ამაზე მზად ვართ, რომ წავიდეთ”