“ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს”- ამის შესახებ, ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც 19 მარტს დეპუტატის თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშვნას ეხმაურება.
“ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს!გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას რომ მისი აზრის საწინააარმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე…..”- წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლადდანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თუ, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, “შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის”.