44 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, შარლიზ ტერონი ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის. 2012 წელს მან ბიჭი იშვილა სახელად ჯექსონი, რომელმაც სამი წლის ასაკში თქვა, რომ გოგოა. ახლა მსახიობი მას საკუთარ ქალიშვილს უწოდებს. 2015 წელს კი მან გოგონა იშვილა, სახელად ოგასტი.
ბავშვებს ვარსკვლავი მარტო ზრდის. ტერონს არაერთი რომანი ჰქონდა, თუმცა არ გათხოვილა. შალიზის ბავშვები როგორც ჩანს დედის პირადი ცხოვრების გამო განიცდიან და უნდათ, რომ დედამ საკუთარი მეორე ნახევარი იპოვოს.
“ორი დღის წინ ჩემს ორ გოგოსთან ერთად მანქანაში ვიჯექი, როცა უმცროსმა ასეთი რამ მითხრა: “შენ მეგობარი ბიჭი გჭირდება!“ მე ვუთხარი , რომ სინამდვილეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, რაზეც მიპასუხა: “იცი დედა, შენ უბრალოდ ბიჭი გჭირდება, ურთიერთობები გჭირდება“.– ყვება მსახიობი ლიანა ფონ ფიურსტენბერგის პოდკასტში InCharge with DVF.
შარლიზ ტერონმა შვილს უპასუხა, რომ საკუთარ თავთან აქვს რომანი.
“ისეთი სახით მიყურებდა, ვერ წარმოედგინა რომ ასეთი რამე საერთოდ შესაძლებელია. აშკარად ტვინი აუდუღდა ფიქრით. მაგრამ მგონი სწორედ იმ დღეს მიხვდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია“– თქვა ტერონმა.
შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო. ვრცელდებოდა ხმები, რომ წყვილი დაინიშნა, თუმცა შარლიზ ტერონი უარყოფდა, რომ პენმა ცოლობა შესთავაზა.
“ეს არ არის სიმართლე. საქმე გათხოვებამდე არ მისულა. ჩვენ უბრალოდ ვხვდებოდით ერთმანეთს. მეტი არაფერი“– თქვა მან ცოტა ხნის წინ და დასძინა, რომ არასოდეს სდომებია გათხოვება და თავს მარტოსულად არ გრძნობს.