22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა, აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა. მან განმარტა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს, კერძოდ, ის ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.
“ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად”,- განაცხადა ჭელიძემ სასამართლო პროცესზე.
მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე თავს არცერთ ბრალდებში დამნაშავედ არ მიიჩნევს და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. მისივე თქმით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ “მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა”.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს.