გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო… გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს. სიების შემდგენიც, წამშლელებიც თვითონ არიან და თუ აინტერესებთ ჩემი ძმის მკვლელობა, გამოიძიებენ კიდევაც და არ იძიებენ, არ აინტერესებთ. მინისტრის გამოსვლის შემდეგ, საერთოდ აზრი აღარ აქვს, რომ მთავრობას მივმართოთ. ჯერ მთავრობა სად არის, სად გვყავს მთავრობა – ერთი იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგს მივმართოთ, საქმე მზადდება და სიმართლეს გავიგებთ სტრასბურგიდან.

განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ფორმულასთან საუბრისას. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას გარდაცვალება უწოდა და თქვა, რომ მომხდარის შემდეგ “ბევრი რამე გააკეთეს”.