ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას, ძმა ბიძინა ესებუა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით მის ძმას, ბადრი ესებუასა და „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს შორის არანაირი მსგავსება არ არის და ბადრი ესებუა ამ დროისთვის თბილისში იმყოფება.
„ჩემი ძმა სავარაუდოდ, ხვალ უნდა მოვიდეს. დანარჩენ კომენტარს თვითონ გააკეთებს. მე ცალკე ვცხოვრობ, ზუსტად არ ვიცი, სად იმყოფებოდა 21 ოქტომბერს. ბადრისა და იმ დამნაშავეს შორის არანაირი მსგავსება არ არის. ნიკა გვარამია რომ ბრძანებს, ასე არ შეიძლება, ეს არის ცილისწამება. არანაირი მსგავსება არ არის სიმაღლეში. ჩემი ძმა თბილისშია, სამკურნალოდ არის წასული. ორშაბათს, თუ სამშაბათს წავიდა, ზუსტად არ მახსოვს… აქ, არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამას თვითონ პოლიციელები გაარკვევდნენ. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ბიძინა ესებუამ
ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა.