“ჩემი ძმა 4 წელია პატრიარქის და ივანიშვილის ტყვეობაშია “- საპატრიარქოსთან მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აქციას მართავს.თორნიკე მამალაძის განცხადებით,, წმინდა სინოდმა ციანიდის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა დააყენოს.
„მინდა შევახსენო მათ ის, რომ 3 წლის წინ უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რომელიც არ შეიქმნა იმის გამო, რომ ციანიდის საქმე საპატრიარქოსა და მთავრობის მაღალჩინოსნებზე გავა. მათ არ სურთ, რომ შეიქმნას კომისია.დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებასა და სინოდს, რომ ჩემი ძმა 4 წლის განმავლობაში იმყოფება ივანიშვილისა და პატრიარქის ტყვეობაში.ჩემი ძმის გამოშვება არ აწყობთ იმის გამო, რომ მან ფინანსური და სხვადასხვა დარღვევები აღმოაჩინა საპატრიარქოში და სურდა საკითხი დაეყენებინა წმინდა სინოდზე, თუმცა არ დააყენებინეს“, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.