ორშაბათი, 16 სექტემბერი , 2024, 23:24

ჩემი ხარჯებით რომ უცხოეთში მივდივარ უნდა მოგიყვეთ თქვენ ყველაფერი? – კალაძე

“პრემიერმინისტრს მოუწევს შეავსოს და წარმოადგინოს დეკლარაცია, დაველოდოთ. რა იყო დასამალი. ადამიანი როდესაც თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? როდესაც მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგეთ და მოგიყვეთ თქვენ ყველაფერი? არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, რომ ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამასთან დაკავშირებით დავდგე და თქვენ გესაუბროთ ამ ყველაფერზე”,

აცხადებს კახა კალაძე აშშ-ში ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე საუბრისას.