“ჩემმა დამკავებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დაკავების შემდეგ, სექსუალურად შემავიწროვა”- სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ფაქტს რომ ვიცე-პოლკოვნიკმა, ცოტნე ჯაფარიძემ ის სექსუალურად შეავიწროვა, თვითმხილველებიც ჰყავს.
”14 აპრილს, შსს-თან, მშვიდობიან აქციაზე, სადაც უკანონოდ დაკავებული გიორგი მიმლაძის მხარდასაჭერად მივედი, ძალის გადეტებით და განსაკუთრებული აგრესიით დამაკავეს.
ჩემმა დამკავებელმა, ვიცე- პოლკოვნიკმა ცოტნე ჯაფარიძემ დაკავების შემდეგ, სექსუალურად შემავიწროვა, ამ ფაქტის თვითმხილველი მოწმეებიც არსებობენ, როგორც პოლიციელები, ასევე აქტივისტები. ნიკა ფარულავა, ირაკლი ჩხვირკია, დათო კაპანაძე, დათო დიღმელაშვილი, ბექა პაპშვილი, ნიკა მიქაია, ლაშა ხუსკივაძე, ნიკა კვიტატიანი.
(იხ.ვიდეო https://fb.watch/4WGvi6UeMp/ )
მანქანაში რომ ჩამტენეს, ვიცე-პოლკოვნიკ ჯაფარიძესუსასტიკესად მოპყრობისთვის მონა დავუძახე, მონა შენ თვითონ ხარო, რას დარბიხართ 5 კაცი აქეთ-იქით, არ დაიღალეთო? მელია ხომ ჩავსვით, ახლა თქვენი ჯერიაო, 15 მაისიც ისე ჩაივლის როგორც სხვა აქციებიო.
ტრადიციულად შსს-ოს სამრეცხაოზე მიმიყვანეს, ჩემამდე დაკავებულებიც იქ იყვნენ, ჯაფარიძემ ხელბორკილი უკან დამადო, ხელები ისე გადამიგრიხა, სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა, მონას დაძახებისთვის ასე დამსაჯა, ვყვიროდი მტკივა, უკან მომხსენი და წინ გამიკეთეთქო, მე ვტიროდი და ის იცინოდა, ტაშს მიკრავდა ყურთან ახლოს, ბოლოს ხელები სახესთან ახლოს მომიტანა და მითხრა: “მოდი ახლა მოგეფეროო”, დამამცირებლად მაძახებდა რეპლიკებს, ძალიან არაადეკვატურად იქცეოდა, სხვა რიგითი პოლიციელებიც ხედავდნენ მის ამ ქმედებებს, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ჩემამდე დააკავეს.
კომენდანტი იყო დაწყებული, 11 საათის შემდეგ გამომიშვეს ხელწერილით, ბიჭები იზოლატორში გადაიყვანეს, ჩვენი კეთილი ნებაა რომ შენ გიშვებთ და ახლა აქედან როგორც გინდა ისე წადიო, 2 საათი სამინისტროსთან ვიდექი სიცივეში, ყველა შემსვლელ/გამომსვლელ ეკიპაჟს ვთხოვდი პარლამენტთან მიმიყვანეთქო, “ფეხით წადი”, “მე ვერ დაგეხმარები”, “როგორც გინდა ისე წადი”, ასეთი იყო მათი პასუხები, “დარეკე და მოგაკითხონ”.
-ვისთვის დამერეკა, ტელეფონი არ მქონდა, თვითონ არ დამარეკინეს, ბოლოს, ერთ-ერთმა დაკავებულმა ლაშა ელიაძემ დამინახა, იზოლატურში გადაყავდათ და თავისი ნივთები მომაწოდა, ჩავრთე მისი ტელეფონი, 2%ზე იყო უსაფრთხოების კოდი რა თქმა უნდა არ ვიცოდი და ის მოვიფიქრე რომ SOS ფუნქციით მესარგებლა და 112 ში დავრეკე, პატრული გამოვიძახე.
ნახევარი საათისშემდეგ მოვიდა ისანი-სამგორის სამმართველოს ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, და მკითხა რატომ დავრეკე 112-ში, ავუხსენი, ვთხოვე, მიპასუხა, რომ ისინი თავის “კვადრატს” ვერდატოვებდნენ და მე რამე უნდა მექნა, ან 5 საათს უნდა დავლოდებოდი, (ანუ კიდევ 4 საათი იქ უნდა ვყოფილიყავი) ძალიან ბევრი თხოვნის შემდეგ, 510ეკიპაჟს მიუთითა, და მითხრა ჩაჯექიო.
წამომიყვანეს რუსთაველზე, იქ, სადაც 140-ე დღეა გაყალბებულ არჩევნებს ვაპროტესტებთ და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ.
ეს ამბავი ჩემს პირად სოციალურ ქსელში 15 აპროლს, დილით დავწერე, 19 წუთში ჩემი პროფილი გაქრა, რადგან სისტემატიურად ვახდენ იმ მოძალადე და კანონდამრღვევი პირების იდენთიფიცირებას, რომლებიც გამუდმებით გვითვალთვალებენ, გვიჭერენ, ძალადობენ.
ფბ ისე გამიუქმეს, რომ აღდგენას ალბათ ვეღარ შევძლებ, თუმცა მივმართე Facebook-ის ადმინისტრაციას, რომ განმიმარტოს მიზეზი, რაც რეალურად არ არსებობს, მაგრამ მაინც.
დახმარებას ვთხოვ ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას, სახალხო დამცველს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გენერალურ ინსპექციას, ჩემს მეგობრებს, უცნობებს, ნაცნობებს, სოლიდარობისთვის ყველას უღრმესი მადლობა
უნდა დაისაჯოს ვიცე პოლკოვნიკი ცოტნე ჯაფარიძე! ხვალ შეიძლება ჩემს ადგილას ნებისმიერი თქვენგანი აღმოჩნდეს.”- წერს რუსკა მჭედლიშვილი.