ღამის 1-ის წუთები იყო და ჩემს დას დაემუქრნენ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, თუ მე არ “მივაყენებდი”, ჩემს ქმარ-შვილს საფრთხე დაემუქრებოდა და მე მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე უნდა მეფიქრა. ეს აშკარა მუქარა იყო.
ზოგადად, ბოლო 1 თვის განმავლობაში, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ განსაკუთრებული თვალთვალი მიმდინარეობს. ჩემი შვილი, რომელიც მოტოციკლით დადის, ყველანაირი დასაბუთებისა და პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე, უკანონოდ გაჩხრიკეს. არც აუხსნეს, რატომ ჩხრეკდნენ.