კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ 5 ივლისის მოვლენების გამოძიების შეფასება მის “კომპეტენციაში არ შედის”. მინისტრის ამბობს, რომ დამნაშავეები მაშინ დაისჯებიან, “როცა გამოძიება დასრულდება”.
კითხვას როდის დასრულდება გამოძიება, ასე პასუხობს: “ეს მე არ ვიცი. ჩემს კომპეტენციებში არ შედის”.
მანვე კიდევ ერთხელ დატოვა უპასუხოდ მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვა – როდის დაუბრუნებს მიკროფონს, რომელიც ჟურნალისტ ემა გოგოხიას 22 ივლისს წაართვა.