”პათეტიკური პროპაგანდისთვის ჩვენი გამოყენებაა სიყვარული? არ არსებობს შენში სიყვარული, ეს სიტყვაც კი ბინძურდება შენი პირიდან თქმული.

სიყვარული ჩემს ოჯახშია, ჩემს ახლობლებში, იმ ხალხში ვინც გარეთ იბრძვის დღეს.

თქვენი სისტემით გაღატაკებული და სულამოხდილი ხალხი, უღირსი ხელფასებით რომ უწევთ ოჯახის რჩენა.

ძარცვით და ყაჩაღობით რომ ხართ გამდიდრებულები, ამიტომ არ არსებობს აქ მხარე, აპათიის წინააღმდეგ ყოფნა ყოველთვის იქნება სწორი.

ჩემს ოჯახს გაჭირვებაც უგრძვნია და მშივრებსაც დაგვიძინია, მაგრამ არცერთი წამით არ გვინანია სიმართლის თქმა.

ტანჯულია ხალხი და ბოროტება სუფევს ქვეყანაში, მე კი ჩემს პრინციპეპზე დგომა სიკვდილადაც მიღირს.

ნუ გვამცირებ, თითქოს ჩვენი განცდები არ იყოს გულწრფელი, ნუ მანიპულირებ ჩვენი სახელით, ბულინგი სწორედ ეს არის. არ გაგაჩნია შენ სიყვარული და ამიტომაც ხარ და იქნები მარტო.

თავისუფლებას, მხოლოდ შიში კლავს. გაბედეთ და გაემიჯნეთ უსამართლობას ყველამ, აღარ აქვთ ამათ უკან დასახევი გზა, ვეღარ დაუბრუნდებიან ჩვეულ დღის წესრიგს. ეს იციან და ამის ეშინიათ. გამოდით და გაიფიცეთ.

ამით გარდაუვალს დააჩქარებთ.

წერს ლაშა რამიშვილი, შალვა რამიშვილის შვილი სოციალურ ქსელში.