“ახლა უკვე დროა კერძო სექტორში ვიმუშავო, ეს იყო მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მეტი არაფერი” – აცხადებს, ირაკლი ხმალაძე, რომელიც მაისში ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, დღეს კი ირაკლი კობახიძის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა.
“სახელმწიფო სტრუქტურებში ვიმუშავე უკვე ოცი წელი, ზუსტად ოცი წელი შემისრულდა ცოტა მეტი და ვფიქრობ, საკმარისია, მათ შორის, ამ ოცი წლის მანძილზე მაღალ თანამდებობებზე მაქვს ნამუშევარი.[…] ყოველწელს ამოწმებდა ჩემს დეკლარაციას ანტიკორუფციული სამსახური, ყოფილა შემთხვევა, რომ უზუსტობის გამო დავჯარიმებულვარ, მაგრამ არ მქონია ისეთი დარღვევა დეკლარაციის შევსების დროს, რომელიც შეიძლება კითხვების საფუძველი ყოფილიყო.” – ასე ხსნის ხმალაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზს.














