ჩემს ქვეყანაში არ უნდა ჩამოვიდე? მაგას ვერ ეღირსება ვერავინ – საქართველოს მესამე პრეზდენტი ეხმიანება მასთან დაკავშირებულ მოწოდებებს, რომ ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისგან განზე უნდა გადგეს.
“ძვირფასო TV პირველის ჟურნალისტებო, ინგა გრიგოლია, ეკა მიშველაძე, როდესაც იმეორებთ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი, ორივე უნდა გაიწიოს, ინგა გრიგოლია თავისი სახელით ამბობს ამას და ეკა მიშველაძე მუდმივად ციტირებს ვიღაც მითიურ დასავლელ პოლიტიკოსებს, ამაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი:გყავთ მოქმედი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურად ანგრევს ქვეყანას, ყოველდღიურად ძარცვავს თითოეულ ქართველს, დემოგრაფიული და ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყო საქართველოში და სააკაშვილი და ივანიშვილი ერთნაირად უნდა გაიწიონო… სააკაშვილი საიდან უნდა გაიწიოს – ლოგიკა არსებობს?! თუ იმაზე საუბრობთ, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ უნდა ჩამოვიდე სიკვდილამდე? მაგას ვერ ეღირსება ვერავინ – საქართველო არის ჩემი სამშობლო!”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.