ჩემს ჩამოგდებაზე განკარგულება ბაიდენმა გასცა – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო გამოსვლაზე  განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ოპოზიციის კანდიდატი ინსტრუქციებს დასავლეთისგან, კერძოდ ამერიკისგან იღებს.

“ვიცი, ჯო  ბაიდენმა გასცა განკარგულება – ერდოღანი უნდა ჩამოვაგდოთ! ჩემმა ხალხმაც იცის. ხვალ კი საარჩევნო ბიულეტენები ბაიდენსაც საკადრის პასუხს გასცემენ”. – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა კონკურენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის საარჩევნო პროცესში ერევა.

“რა თქვა კრემლის სპიკერმა? პესკოვმა თქვა, რომ კილიჩდაროღლუ იტყუება, ახსნა-განმარტება და მტკიცებულება სჭირდება”. – თქვა ერდოღანმა.