ხერსონის ოლქში თავდასხმა მოხდა რუსეთის მიერ დანიშნულ ჩერნობაევკის დაპყრობილი ადმინისტრაციის მეთაურზე, იური ტურულევზე. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით აფეთქებულია მისი ავტომანქანა, თუმცა კოლაბორანტი არ დაზარალებულა.
სააგენტო რია ნოვოსტი იტყობინება, რომ ტურულევი მსუბუქად არის დაჭრილი.
ტურულევი ხერსონის ავტოსადგურის ხელმძღვანელი იყო. 5 მაისს ოკუპანტებმა ის “ჩერნობაევკის ტერიტორიული თემის ადმინისტრაციის უფროსად“ დანიშნეს.
ორშაბათს უკრაინის ვიცე– პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა მოუწოდა ხერსონის ოლქის მაცხოვრებლებს დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები, რათა გააადვილონ უკრაინის არმიის კონტრშეტევა.
“დამიჯერეთ, დეოკუპაცია ძალიან მალე მოხდება. კონტრშეტევა აუცილებლად იქნება“–თქვა მან.