ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის გამო ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რადიაციის დონემ იმატა. ამის შესახებ გამოცემა “The Guardian” წერს.
„ცუდი ამბებია – ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, – წერს უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვაენლი ეგორ ფირსოვი სოციალურ ქცელში.
მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.
ჩერნობილის ზონაში ხანძარი 4 აპრილს დაიწყო. ცეცხლი ტყეს წაეკიდა, ხანზარი 100 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.