ჩერნობილში ხანძარი მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია ჩერნობილის ტუროპერატორების ასოციაციის დირექტორზე იაროსლავ ემელიანენკოზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, ხანძარმა ატომურ ელექტროსადგურამდე მიაღწია.
„ამ დროისთვის ხანძარი სადგურიდან ორ კილომეტრშია, იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც მაღალი აქტიურობის რადიოაქტიური ნარჩენებია“, – აცხადებს ემელიანენკო.
როგორც ცნობლია, ჩერნობილის მახლობლად ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რომელმაც დაახლოებით 100 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.