ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება, გეგმას ისედავ 254%-ით გადავაჭარბეთ – კადიროვი

ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება, გეგმას ისედავ 254%-ით გადავაჭარბეთ –  ამის შესახებ, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ომში 20 000 ჩეჩენი მონაწილეობდა, ამიტომ ჩეჩნეთმა უკვე “254%-ით გადააჭარბა გეგმას”.

“გარდა ამისა, რესპუბლიკას ჰყავს ათასობით მოხალისის რეზერვი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ შეუერთდნენ სამშობლოს დამცველთა რიგებს”, – აცხადებს კადიროვი.