პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები მატარებლით კიევში ჩავიდნენ, რათა უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადონ.
ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას.
პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკიმ გამოაქვეყნა ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ ის პრემიერ მინისტრებს ესაუბრებოდა.
“აქ, ომით განადგურებულ კიევში ისტორია იწერება. სწორედ აქ თავისუფლება ებრძვის ტირანიას. სწორედ აქ, ჩვენი, ყველას მომავალი ბეწვზე კიდია. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია, თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს – ამ მესიჯით ჩამოვედით კიევში”. – წერს პოლონეთის პრემიერმინისტრი ტვიტერზე