ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას უკრაინის ელჩი პრაღაში, ევგენ პერებიინი Twitter-ზე ავრცელებს.
“ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში სჩადიან. მიღებული რეზოლუცია ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გულისხმობს”. – წერს ელჩი.
მან ასევე, საკუტარ ტვიტს, დაურთო ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის რეზოლუცია, სადაც საუბარია კიევისთვის იარაღის მიწოდებით შემდგომ მხარდაჭერასა და უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე.
Чеський Сенат щойно визнав злочини, які російська армія вчиняє в Україні, геноцидом Українського народу. У прийнятій постанові також міститься підтримка подальшого надання Чехією Україні зброї та отримання Україною статусу кандидата на членство в ЄС. Дякуємо! pic.twitter.com/YdMVWAEdgr
— Yevhen Perebyinis (@YPerebyinis) May 11, 2022