ჩეხი აქტივისტები მოითხოვენ, რომ რუსეთის საელჩოს წყალი და ელექტროენერგია გამოურთონ – საზოგადოებრივმა მოძრაობამ „საჩუქარი პუტინისთვის“ პეტიცია მოამზადა და სახელმწიფო და კერძო კომპანიებს მიმართა, ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდება შეუწყვიტონ პრაღაში რუსეთის საელჩოს და ყველა შენობას, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, ჩეხეთმა ამ ფორმით უნდა უპასუხოს რუსულ სარაკეტო იერიშს უკრაინის ელექტროსადგურებსა და წყლით მომარაგების სისტემებზე, რომლის გამოც, ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩნენ საავადმყოფოები, საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ.