ჩვენთანაც დაიწყება მსჯელობა ბუსტერის ვადის 3 თვემდე შემცირებაზე – ამირან გამყრელიძე

”ალბათ ჩვენთანაც დაიწყება მსჯელობა ბუსტერის ვადის 3 თვემდე შემცირებაზე” –  ამის შესახებ, დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ჩვენთვის ცნობილია ბრიტანეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება ბუსტერის ვადის 3 თვემდე შემცირებაზე. ალბათ, ჩვენთანაც დაიწყება მსჯელობა. აღნიშნულ საკითხზე უკვე გვაქვს შიდა კონსულტაციები. განსაკუთრებით ეს ახალ შტამს ომიკრონს უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკის გარდა, ევროპაშიც ცირკულირებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შტამი ყველგან დაფიქსირდეს. ამ საკითხზე ვფიქრობთ. ალბათ, იმუნიზაციის საბჭოზე ბუსტერის პერიოდის შემცირებაზე იქნება მსჯელობა. აღნიშნულზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.