ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, დღეს დასრულდება ეს პროცესი. დოკუმენტაციის სრულყოფაც მოხდება. მაქსიმუმ ხვალამდე და ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება დოკუმენტაცია, რის შემდეგაც გაიმართება საპროცედურო კომიტეტის სხდომა, რეგლამენტის შესაბამისად და როგორც კი კომიტეტი დაადასტურებს ხელმოწერების ნამდვილობას, მაშინვე უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის დღეების საქმე. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს.”
აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.