“ჩვენთვის მძიმე იქნება აპრილი და მაისის პირველი ნახევარი“–ამირან გამყრელიძე

დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო კრიტიკულ ფაზაში შედის:

“არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. ვიხმარე ასეთი ტერმინოლოგია: პრეკრიზისული, პრეკრიტიკული, კრიტიკული, კრიზისული. დაახლოებით ათი დღის წინ ვთქვი, რომ შევდივართ ამ სტადიაში , რომ ჩვენთვის საკმაოდ  მძიმე იქნება ეს თვე და მაისის პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომაშტაბიანი გავრცელება, ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად.“– ამბობს ამირან გამყრელიძე.

ჟურნალისტების კითხვაზე კი პასუხობს, რომ ის მომეტებული რისკის ჯგუფში შედის:

“დიახ, ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან, იმიტომ რომ მე ვარ მომატებული რისკის ადამიანი. ბევრი კითხვა დადის, რატომ არ დადის გამყრელიძე ეთერებში.

მე არავისზე ნაწყენი არვარ. მე არ ვჩნდები იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი, იმიტომ რომ ყოველდღიურად მაქვს შეხება ძალიან ბევრ ადამიანთან.“– ამბობს გამყრელიძე.