ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა სააკაშვილის დომინაციით დაბრუნების გარეშე – ხოშტარია

“დროას” ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სააკაშვილის გადასაწყვეტია, საქართველოში დაბრუნდება თუ არა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანააა ხელისუფლების შეცვლა სააკაშვილის ან სხვა ვინმეს დომინაციით დაბრუნების გარეშე.

“ჩვენი ამოცანაა დღევანდელი სტატუს-კვოს შეცვლა, ამ ხელისუფლების შეცვლა, ოღონდ შეცვლა ისე, რომ არავინ – იქნება ეს სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, დომინაციით ქვეყნის მმართველობაში არ დაბრუნდეს.

მიხეილ სააკაშვილს ჰყავს საკმაოდ ბევრი თავისი ამომრჩეველი, არის ამომრჩეველი, რომელიც უკიდეგანოდ არ იღებს სააკაშვილს. სხვა პარტიებს თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ამოცანა, რომელიც კენჭს იყრის ამ არჩევნებზე, არის, რომ აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანი, როგორიც უნდა”,– ამბობს ის TV პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ორპოლუსიანობა სისტემურად აღარ არსებობს, რადგან არჩევანი ბევრ პარტიას შორის კეთდება.