„მთელმა საქართველომ, უმრავლესობამ, ოპოზიციამ და თვითონ პრეზიდენტმაც იცის, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. იმ სამი დღის განმავლობაში კობახიძე ლექციას უტარებდა პრეზიდენტის წარმომადგენლებს ანაბანაზე საკმაოდ შთამბეჭდავად, მგონი მოსამართლეებიც დარწმუნდნენ, რომ კონსტიტუცია იქნა დარღვეული და დღეს იქნება გადაწყვეტილება გამოცხადებული. არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, ვინ ხარ, თუ დაარღვევ კონსტიტუციას, ამაზე იქნება მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ მიზანი გვქონდა, ყველასთვის გვეთქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და მან ეს უნდა იცოდეს. ის რადიკალები, ვინც ქალბატონ სალომეს მოღალატეს, რუსეთის აგენტს, ჩანერგილს ეძახდნენ, დღეს მის დამცველად მოგვევლინა, რადგან იმ ქაოსში ეტყობა ეწერება მისი გააზრებული თუ გაუაზრებელი განცხადებები, მათ შორის სტატუსზე. ორჯერ თქვა საჯაროდ, რომ ეს ხალხი არ იმსახურებს – არაფერს აკეთებენ, მაგრამ მაინც უნდა მისცეთო. ასეთ განცხადებას რომ აკეთებ პრეზიდენტი, როცა მიზანი გაქვს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასწიო, ხომ არაადეკვატურობაა?! ამიტომ ეს ნარატივი ჯდება რადიკალების გეგმებში, რომელსაც არეულობა უნდათ, ასეთებისგან მხარდაჭერა არ ექნება ბუნებრივია, იმპიჩმენტს. ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა იმპიჩმენტი, ჩვენ ვთქვით, რომ ვინც დაადგინა კონსტიტუცია, ჩვენ უნდა დავადგინოთ და ოქმის სახით იქნას ეს დადებული,”
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.