ლელო არის პარტია, რომელსაც აქვს როგორც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, ასევე, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი წარმატებაც. ცხადია, ჩვენი ამოცანა 5%-იანი ბარიერის გადალახვა არაა. ლელოს ის გადალახული აქვს. ჩვენი ამოცანაა, 76 ხმა შეიკრიბოს, რომელიც საქართველოს რუსული რეჟიმისგან გაათავისუფლებს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ იმ ფორმულას დავუჭერთ მხარს, რომელიც ამ 76 ხმას უზრუნველყოფს.

განაცხადა პარტია ლელოს პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა TV პირველის ეთერში.