“ჩემთვის გასაგებია, რასაც ცდილობენ – არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ გამოირჩევა მხარდაჭერით არც ოპოზიციაში მანამდე არსებული პარტიების მიმართ და შეიძლება ხელისუფლების მიმართაც გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს, ასეთ ხმებზე ნადირობის მცდელობას წარმოადგენს ამ პოლიტიკური ძალისგან გაცხადებული და დეკლარირებული მიმართულება.
თუმცა, მე არ მგონია, სადღეისოდ ეს იმდენად აქტუალური იყოს, რომ რაიმე მნიშვნელოვან გაერთიანებაზე ვსაუბრობდეთ. იმ ფონზე, როცა ჩვენი გამოთვლებით დაახლოებით 50 პროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს, ეს ნიშნავს რომ მესამე ძალის, ამ კარტის გათამაშება მაინც და მაინც პერსპექტიული არ მგონია. სამომავლოდ, ეს შანსები როგორი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ახლა რომ ეს შანსი არ არსებობს, ცხადია”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე “მესამე ძალაზე” IPN-ის ცნობით.